მთავარიმსოფლიოევროპაენერგოკრიზისი ევროპაში: საფრანგეთი გერმანიიდან გაზის სანაცვლოდ ელეტროენერგიის მიღებას აპირებს

ენერგოკრიზისი ევროპაში: საფრანგეთი გერმანიიდან გაზის სანაცვლოდ ელეტროენერგიის მიღებას აპირებს

საფრანგეთის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, უახლოეს თვეებში შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება, რათა ზამთარში კრიზისი თავიდან აიცილონ. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ საჭიროა ნებაყოფლობითი ძალისხმევა, თუმცა უარესისთვისაც უნდა მოემზადონ.

„თუ ჩვენ უფრო „ფხიზლად“ ვიქნებით  და დავზოგავთ ენერგიას, მაშინ ზამთარში კრიზისს ავირიდებთ თავიდან.  ჩვენი მიზანია, რომ ცივი ზამთრის შემთხვევაში გარკვეული მარაგი  გვქონდეს. ჩვენი გეგმის მიხედვით, დავზოგავთ ენერგიის დაახლოებით 10%-ს“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ემანულე მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი გეგმავს, რომ გაზის სანაცვლოდ  გერმანიიდან ელექტროენერგია მიიღოს, რასაც მან არის ევროპული „სოლიდარობა“ უწოდა.

ენერგოკრიზისთან დაკავშირებული პრობლემა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც რუსეთმა მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება შეაჩერა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამზადებს შეთავაზებებს, რათა დაეხმაროს შინამეურნეობებსა და მცირე ბიზნესს ენერგიის მაღალ ფასებთან გამკლავებაში.

მისი ვარაუდით, ევროპა  რუსულ გაზზე სრულად იტყვის  უარს და დაეხმარება ლიკვიდურობის საფრთხის წინაშე მყოფ ელექტროენერგიის მწარმოებლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ენერგეტიკულ კრიზისში რუსეთსა და მის აგრესიულ პოლიტიკას ადანაშაულებს, კრემლი ამბობს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ მილსადენის დახურვის გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend