პუტინმა გასცა ბრძანება, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობის 137 000 პერსონალით გაიზარდოს.
თუმცა პუტინის ბრძანებულებაში არ იყო განმარტებული, სამხედრო რიგებს წვევამდელების უფრო დიდი რაოდენობით გაწვევით გაზრდიან თუ მოხალისე ჯარისკაცებით.
კრემლში აცხადებენ, რომ მხოლოდ მოხალისე ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საბჭომ ხუთშაბათს დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება.
იგი ამტკიცებდა, რომ უკრაინა იარაღს ატომური ელექტროსადგურის დასაბომბად იყენებდა.
ამასთანავე, რუსეთის სასამართლომ ხუთშაბათს ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქის ყოფილი მერის პატიმრობიდან გათავისუფლების ბრძანება გასცა.
ევგენი როიზმანი, ეკატერინბურგის ყოფილი მერი:
“მინდა ვთქვა, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება და ბნელი დრო სამუდამოდ არ გაგრძელდება. თქვენ ეს უკვე იცით, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მადლობა მხარდაჭერისთვის.”
ეკატერინბურგის ყოფილი მერი ევგენი როიზმანი რუსული ე.წ. სამხედრო სპეცოპერაციის კრიტიკის გამო დააკავეს.