ანგოლაში საყოველთაო არჩევნებმა მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ხმების დათვლა დაიწყო და წინასწარი შედეგების გამოცხადება საარჩევნო კომისიას ევალება, ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ იქნება ამ დაძაბულ რბოლაში გამარჯვებული.
ანგოლაში, სადაც ახალი მთავრობა და პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობა საღამოს 5 საათზე უკვე არ ჰქონდათ. არჩევნების დღემ გავლენა მოახდინა ასევე, ქალაქ ლუანდაზეც, სადაც ყველაზე გადატვირთული პროსპექტებიც კი მთელი დღის განმავლობაში თავისუფალი იყო.
ანგოლა, აფრიკაში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია, ქვეყანაში პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მეხუთედ ჩატარდა არჩევნები.
მთავარი კონკურენტები, მოქმედი პრეზიდენტი ჟოაო ლოურენკო და ოპოზოციის ლიდერი ადალბერტო კოსტა ჯუნიორი არიან.
ანგოლას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ვალის შემცირებიდან დაწყებული ნავთობზე დამოკიდებულების დივერსიფიკაციამდე.
ანგოლას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.