მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა ომის დაწყებიდან მეექვსე თვეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

უკრაინა ომის დაწყებიდან მეექვსე თვეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

უკრაინა დღეს, 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დედაქალაქი მზადაა, საზოგადოებრივი შეკრებები აკრძალულია, კიევის ცენტრში კი დამწვარი რუსული ტანკებია გამოფენილი.

ეროვნულ დღესასწაულზე ხალხი ემზადება რუსეთის თავდასხმებისთვისაც. ზუსტად 6 თვეა, რაც რუსეთმა მეზობელ ქვეყანასთან ომი დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დააჯილდოებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მხრს უჭერენ უკრაინელ ჯარისკაცებს. მან ღამე გავრცელებულ მიმართვაში ქვეყნის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენაც მოუწოდა.

,,შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ხალხის დასაცავად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. აუცილებლად ვუპასუხებთ რუსული ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მაგრამ, გთხოვთ, ამ დღეს განსაკუთრებით დაიცავით უსაფრთხოების წესები: კომენდანტის საათი, გაითვალისწინეთ განგაშის სიგნალები. ყურადღება მიაქციეთ ოფიციალურ განცხადებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკში ბოლო დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend