მთავარისაქართველობორჯომის ხეობაში გაჩენილმა ხანძარმა ახალციხის სოფლებამდე მიაღწია

ბორჯომის ხეობაში გაჩენილმა ხანძარმა ახალციხის სოფლებამდე მიაღწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთნენ – ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, აქტიურია სხვადასხვა სირთულის კერები.

მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია.

დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend