მთავარიმსოფლიოWHOჯანმო რისკჯგუფში მყოფებს ბუსტერდოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს

ჯანმო რისკჯგუფში მყოფებს ბუსტერდოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების თქმით, ქვეყნებმა უნდა განიხილონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერდოზით აცრის საკითხი. მათი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე დაავადებების, სუსტი იმუნური სისტემის მქონე, ხანდაზმულებისა და ორსულების აცრა. მიზეზად კი კოვიდ-19-ის სწრაფად გავრცელება სახელდება.

“ვირუსი ყოველ სამ-ოთხ თვეში ერთხელ კვლავ სწრაფად ვრცელდება. ჩვენ ჯერ კიდევ ვეჩვევით ვირუსს და ამ დრომდე არ ვიცით, როგორ იცვლება ის, ასე რომ, დანამდვილებით არ შეგვიძლია ვთქვათ, სად გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა ან რამდენად მძიმე იქნება . თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს თვეებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნაწილში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება“, – განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ.

ჯანმო-ს რეკომენდაციით, კორონავირუსის აცრასთან ერთად ქვეყნებმა უნდა განიხილონ სეზონური გრიპის ვაქცინაციის საკითხიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend