მთავარიკუბიდარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა პოდმოსკოვიაში ავტომობილის აფეთქების დროს დაიღუპა.

აფეთქებაზე პასუსიხმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ” აიღო, „არმია“ თავს პარტიზანად მიიჩნევს.

დუმის ყოფილი წევრი და ამჟამად ოპოზიციონერი ილია პანამარიოვი აცხადებს, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან „ეროვნული რესპუბლიკური არმია“ დგას. ამის შესახებ მან იუთუბარხის „უტრა ფებრალიას“ ეთერში ილაპარაკა.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ პარტიზანების სამიზნე როგორც დარია დუგინა, ასევე მამამისი ალექსანდრ დუგინი იყო.

„ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს აქვთ უფლება აჯანყდნენ ტირანების წინააღმდეგ. პუტინი ჩვენ მიერ იქნება გადაყენებული და განადგურებული!“- წერია ტელეგრამარხზე.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. რუსი პროპაგანდისტები აფეთქებაში ბრალს უკრაინის სპეცსამსახურებს დებენ, ხოლო კიევის თქმით, ასეთ ტერორს მხოლოდ რუსული სპეცსამსახურები აწყობენ.

დარია დუგინა, მამამისის მსგავსსად იყო „რუსული სამყაროს“ იდეოლოგი და ხშირად ჩნდებოდა რუსეთის პროპაგანდისტულ გადაცემებში. ის აცხადებდა, რომ რუსეთმა სპეცოპერაცია ძალიან რბილად დაიწყო და საჭირო იყო უფრო მეტი სისასტიკე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend