მთავარი მსოფლიო ავღანეთში, ინდოეთსა და სუდანში წყალდიდობას ებრძვიან

ავღანეთში, ინდოეთსა და სუდანში წყალდიდობას ებრძვიან

აღმოსავლეთ ავღანეთში გასულ უქმეებზე სეზონური წვიმით გამოწვეულ ძლიერ წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური პირების განცხადებით, დაზიანდა სახლები, განადგურდა საქონელი და სახნავ-სათესი მიწები.

ინდოეთის სოფლის უხუცესი დელ აღა აცხადებს, რომ ხუშის ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი წყალდიდობა. მისი თქმით, განადგურდა საქონელი და სახნავ-სათესი მიწები, ადამიანები სახლების გარეშე დარჩნენ, ზოგიც მთაში გაიხიზნა.

ინდოეთში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ინდოეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად  სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა.

წყალდიდობაა სუდანშიც, სადაც ივლისიდან მოყოლებული  ნილოსსა და ატბარას მდინარეში წყლის დონე იმატებს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაზიანებული და განადგურებულია ასობით საცხოვრებელი სახლი და ფერმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend