მთავარი ევროპა უკრაინა უკრაინელ ტყვეთა ოჯახის წევრების აქცია ლვივში

უკრაინელ ტყვეთა ოჯახის წევრების აქცია ლვივში

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ასევე კრემლის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მყოფი ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროების ოჯახის წევრებმა ქალაქ ლვივში საპროტესტო აქცია გამართეს.

დასავლეთუკრაინულ ქალაქში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად ჩავიდნენ. სამი ლიდერის შეხვედრისას განხილვის მთავარი თემები შავ ზღვაზე უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი და რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ ატომურ ელექტროსადგურებზე არსებული ვითარებაა.

ლვივში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ტყვეთა გაცვლის საკითხთან დაკავშირებით მეტ აქტიურობას მოითხოვენ.

“ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ცვლიან ტყვებს. ჩვენ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მივმართეთ დახმარებისთვის. რუსების მიერ ტყვედ აყვანილმა აზოვის ბატალიონის სამხედროებმაც იმავე მოთხოვნით მიმართეს მას. მე კითხვები მაქვს გაეროს გენერალურ მდივანთანაც. რატომ არ ცდილობენ მეტს? მათი საქმე ხომ სწორედ ეს არის“, –  წუხს აქციის მონაწილე ანასტასია ზანოსი.

რუსულმა არმიამ ბევრი ჯარისკაცი სწორედ აღმოსავლეთუკრაინული ქალაქის -მარიუპოლის დაცემის შემდეგ აიყვანეს ტყვედ.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend