მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგლიაში ხანძართან ბრძოლის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა

პორტუგლიაში ხანძართან ბრძოლის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა

პორტუგალიელი მეხანძრეები ქვეყანაში გაჩენილი ტყის ხანძრის არაერთ კერას ამ დრომდე ებრძვიან. პორტუგალია მორიგი სიცხის ტალღისთვის ემზადება. ძლიერი ხანძარი მძვინვარებს ქვეყნის დედაქალაქის ლისაბონის მახლობლად, 90 კილომეტრში. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ხანძართან ბრძოლის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა.

სახანძრო სამსახურის უფროსის დეივიდ ლობატუს თქმით,  მძიმე ვითარებაა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. მეხანძრეები ძალისხმევას არ იშურებენ. მათი მიზანია, რომ ხანძრის სრული კონტროლი დროულად შეძლონ. ამ დროისთვის ცეცხლის ჩაქრობას  108 მანქანა და 422 მეხანძრე ცდილობს.

მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და გვალვა, ასევე ღრმა ხევები და ციცაბო ბორცვები კიდევ უფრო ართულებს ცეცხლის ჩაქრობას. პორტუგალიაში ტყის ხანძრების სეზონი ტრადიციულად სექტემბრის ბოლომდე გრძელდება, თუმცა უკვე რამდენიმე წელია, ხანძრები უფრო გვიანაც ჩნდება ხოლმე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend