მთავარი მსოფლიო ევროპა ევროპაში ძლიერი გვალვის გამო მდინარეებში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია

ევროპაში ძლიერი გვალვის გამო მდინარეებში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია

სერბეთში, ნოვი-სადში, მზისა და რუჯის მოყვარულები  მდინარე დუნაისკენ მიემართებიან. თუმცა, მათ დიდი მანძილის გავლა უწევთ, სანამ საბანაო ადგილს იპოვიან. უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურის გამო  მდინარეებში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია.

მდინარე დუნაიზე ნავებით ძირითადად ტურისტებს ემსახურებიან.  მხოლოდ რამდენიმე სატვირთო გემი თუ გაივლის წყლის დაბალი დონის გამო.

მდინარე რაინზე სატვირთო გემია გაჭედილი, რამაც  მთლიანად შეაჩერა მოძრაობა. გემი ტექნიკური პრობლემის გამოა გაჩერებული, თუმცა ვითარება მაინც მძიმეა. წყლის დონე კრიტიკულად დაბალია. საფრთხის თავიდან ასაცილებლად გემებს ნაკლები ტვირთი გადააქვთ.

ევროპის უმეტეს ნაწილში უკვე 2 თვეა, წვიმა არ მოსულა, თუმცა დიდ ბრიტანეთში გვალვა აღარ არის. ლონდონში ნანატრი წვიმა წამოვიდა.

ბრიტანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური სამხრეთ ინგლისის ზოგიერთი რეგიონის მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ქვეყანაში წყალდიდობებია მოსალოდნელი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend