ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ თავისი საპრეზიდენტო კამპანია იმავე ქალაქში დაიწყო, სადაც ის 5 წლის წინ სერიოზულად დაშავდა. მან მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ მადლიერია იმ ექიმების, რომლებმაც იგი გადაარჩინეს.
როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა ორ კანდიდატს შორის გაიმართება, რადგან დანარჩენი კანდიდატები მათ ბევრად ჩამორჩებიან.
ყოფილი პრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვას კამპანია „ფოლცვაგენის“ ქარხნის გარეთ დაიწყო, სადაც იგი 70 -იან წლებში ერთ-ერთი პროფკავშირის ლიდერი გახდა. მან ისარგებლა შემთხვევით და ბოლსონარუ კორონავირუსის პანდემიის არასწორად მართვისთვის გააკრიტიკა, რადგან მისი თქმით, ბოლსონარუ და მისი მთავრობა უარყოფდნენ პანდემიას, არ სჯეროდათ მეცნიერების, მედიცინის, გუბერნატორების. მათ მხოლოდ საკუთარი ტყუილის სჯეროდათ. ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ბოლსონარუ ეშმაკს ჰყავს შეპყრობილი.
ორივე კანდიდატი უკვე თვეებია, თავის მხარდამჭერთა მობილიზებას ცდილობს. როგორც ექსპერტები ამბობენ, სამშაბათს ოფიციალურად დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე პოლარიზებული საარჩევნო კამპანია.