მთავარი ამერიკა აშშ ძლიერი წვიმა და წყალდიდობა აშშ-ის დასავლეთ ვირჯინიის შტატში

ძლიერი წვიმა და წყალდიდობა აშშ-ის დასავლეთ ვირჯინიის შტატში

აშშ-ში დასავლეთ ვირჯინიის შტატში, წლის ამ დროს უხვი ნალექი და წყალდიდობა დიდი ხანია ჩვეულ მოვლენად იქცა. თუმცა, 2022 წლის ზაფხული კიდევ უფრო გამორჩეულია.

ძლიერი წვიმის შედეგად, რომელიც რამდენიმე დღეა უწყვეტად გრძელდება, დასახლებული პუნქტები დაიტბორა. შტატის გუბერნატორის ოფისის განცხადებით, 100-ზე მეტი სახლი საცხოვრებლად უვარგისია, დაზიანებულია საავტომობილო გზები და ხიდები.

„დასახლების დიდი ნაწილი დატბორილია. წყალი სარდაფებში და პირველ სართულზე შევიდა. დინებამ წაიღო მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიც. მოსახლეობა შეშინებულია, თუმცა, მათი უსაფრთხოებისათვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – ამბობს ქალაქ სმიტერსის მერი ანა კავალიერი.

წყალდიდობის გამო, წყლის ძლიერი დინების გარდა, გადაადგილების პრობლემებს ქმნის ტალახი და შლამი, რომელიც გზადაგზა მოგროვდა. მოსახლეობა, რომელიც სახლებში ჩარჩა და ვერც საკვები პროდუქტების შეძენას ახერხებს, აცხადებს, რომ უამრავი პრობლემა აქვთ.

„წყალი გვიან ღამით მოვარდა. დამირეკეს და მითხრეს, რომ წყალდიდობაა. წყალმა ყველაფერი წაიღო – გზები, ხიდები. იმედია უსაფრთხოდ ვიქნებით“, – აცხადებს ადგილობრივი დონ კინი.

დასავლეთ ვირჯინიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ასეთ სტიქიას არ ელოდნენ. ამინდის უახლესი მონაცემებით, ძლიერი წვიმა შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს. გუბერნატორის ოფისმა, საგანგებო მდგომარეობა ძალაში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დატოვა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend