მთავარი ევროპა უკრაინა დონეცკის სასამართლოს წინაშე კიდევ ხუთი ევროპელი მებრძოლი წარდგა

დონეცკის სასამართლოს წინაშე კიდევ ხუთი ევროპელი მებრძოლი წარდგა

აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ დონეცკში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების სასამართლოს წინაშე 5 ევროპელი წარდგა. ისინი შვედეთის, ხორვატიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისინი შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ. ივნისში 2 ბრიტანელსა და ერთ მოროკოელს, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში დაატყვევეს, უკვე გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. თითოეულმა მათგანმა განაჩენი გაასაჩივრა.

ამავდროულად, იზრდება ვნებათაღელვა რუსებისთვის ევროპული ვიზების გაცემის საკითხზე. უკრაინას სურს, რომ რუსეთის ქმედების გამო ამავე ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესდეთ შეზღუდვები მოგზაურობაზე.

ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ოსლოში, სადაც სკანდინავიის ქვეყნების ლიდერების შეკრება გაიმართა. შეხვედრას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც ესწრებოდა.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ბევრი მოქალაქე იმის გამო ტოვებს რუსეთს, რომ არ ეთანხმება მთავრობასა და ქვეყანაში არსებულ რეჟიმს. მისი თქმით, მათმა გადაწყვეტილებებმა არ უნდა შეუქმნას მათ პრობლემა, ისწრაფონ თავისუფლებისთვის.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი კი აცხადებს რომ, რუსეთის უბრალო მოქალაქეებს ომი არ დაუწყიათ, თუმცა, ამავდროულად, უნდა გავითავისოთ, რომ ისინი მხარს უჭერენ ამ ომს. მისი აზრით, არასამართლიანია, როდესაც ისინი ევროპაში მოგზაურობენ ტურისტის სტატუსით, იღებენ შენგენის ვიზას და ეს იმ დროს  ხდება, როდესაც რუსეთი უკრაინაში ადამიანებს ხოცავს – მისი თქმით ეს არასწორია.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამერიკელ მსახიობს ლევ შრაიბერსა და ყოფილ ფეხბურთელს ანდრეი შევჩენკოს შეხვდა. როგორც ცნობილია, ისინი იმ უკრაინული საქველმოქმედო ფონდის ელჩები არიან, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინისთვის შემოწირებულებების შესაგროვებლად შექმნა.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend