მთავარი ევროპა უკრაინა უკრაინა დასავლეთს მეტ შეირაღებას სთხოვს

უკრაინა დასავლეთს მეტ შეირაღებას სთხოვს

უკრაინა განაგრძობს დასავლეთში დამატებითი შეიარაღების მიღების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევას. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობს რომ მისი უწყების  პრიორიტეტი ამ ეტაპზე თანამედროვე სამხედრო საჰაერო ხომალდების შეძენაა. უკრაინელი თავდაცვის მინისტრი კოპენჰაგენში იმყოფება სადაც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის მიზნით დონორთა კონფერენცია იმართება. კოპენჰაგენში მსჯელობენ უკრაინისათვის ასევე ფინანსური დახმარებისა და უკრაინული არმიის გაწვრთნის შესახებაც

დანიის სამეფოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით 130 დანიელი ოფიცერი გაერთიანებულ სამეფოში უკრაინელი სამხედროების გაწვრთნის მიზნით გაემგზავრება. კოპენჰაგენი კი კიევს 113 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

დიპლომატიურ ფრონტის ხაზზე არსებული დინამიკის პარალელურად უკრაინაში გრძელდება სამხედრო მოქმედებები, საერთაშორისო მასშტაბით დიდი შეშფოთების საფუძველია ცენტრალურ უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება. ატომური ელექტროსადგური რუსული არმიის მიერ არის ოკუპირებული და სამხედრო მიზნებით გამოიყენება. მოსკოვში კიევს ატომურ ტერორიზმში და ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში სდებენ ბრალს.

„უკრაინული არმია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ბომბავს, ეს ატომური ტერორიზმია. კიევის რეჟიმის ამდაგვარი ქმედებები ჩერნობილის კატასტროფაზე გაცილებით უფრო დიდი ტრაგედიის მიზეზი შეიძლება გახდეს და საფრთხე მთელს ევროპას დაემუქრება”, – აცხადებს ივან ნეჩაევი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინაში ინტერვენციიდან მალევე მარტში დაიკავეს. კიევში აცხადებენ რომ ოკუპანტები სადგურს იარაღის საცავად იყენებენ. ამ ეტაპზე მძიმე ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend