მთავარი ევროპა საბერძნეთი საბერძნეთის კუნძულის როდოსის მახლობლად მიგრანტთა ნავი ჩაიძირა

საბერძნეთის კუნძულის როდოსის მახლობლად მიგრანტთა ნავი ჩაიძირა

საბერძნეთის სანაპიროსთან თურქეთიდან მომავალი მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ნავის ჩაძირვის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

საჰაერო და საზღვაო სამაშველო ოპერაციის შედეგად 29 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათი ნავი სამშაბათს ღამით ქარიშხლის შედეგად კუნძულ როდოსის მახლობლად ჩაიძირა. ბორტზე კიდევ 50 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათ ჯერჯერობით ისევ ეძებენ.

სამხრეთ თურქეთიდან, ანტალიიდან, იტალიისკენ ხშირად გადადიან ნავით ის მიგრანტები, რომელთაც ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ჩასვლა სურთ. ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, გადარჩენილი მიგრანტები ავღანეთიდან, ირანიდან და ერაყიდან იყვნენ. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე სამაშველო ჟილეტი არც ერთ მიგრანტს არ ეცვა.

იანვრიდან დღემდე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 64 მიგრანტი დაიღუპა. საბერძნეთის კუნძულ მიკონოსთან 19 ივნისს კი 8 ადამიანი გარდაიცვალა, 108 კი გადაარჩინეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend