მთავარიევროპაუკრაინაბრძოლა დონბასისთვის გრძელდება

ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება

უკრაინული ქალაქის მარჰანეცის მცხოვრებლები მორიგი რუსული თავდასხმის შემდეგ ზარალსა და დანაკარგს ითვლიან.  დაიღუპა 13 ადამიანი. კიევი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან, რომელიც მდინარე დნეპრის მეორე მხარეს მდებარეობს. ელექტროსადგურს რუსული ძალები აკონტროლებენ. უკრაინის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტერიტორია სამხედრო ბაზად იქცა და სწორედ აქედან ისვრიან ისინი რაკეტებს. უკრაინული მხარე კი საპასუხო ცეცხლს ვერ ხსნის.

ატომური ელექტროსადგურის მახლობლად არაერთი შეტაკება მოხდა და რამდენიმე ბომბიც ჩამოვარდა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მათი აზრით,  ამ ქმედებებმა შესაძლოა ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს.  რუსეთი კი პირიქით, უკრიანულ მხარეს ადანაშაულებს.  მან შექმნილი ვითარების განსახილველად დღეს, 11აგვისტოს გაეროს უსაფრთხოების საგანგებო სხდომაც მოიწვია.

ამავდროულად, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთისგან მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინელებს ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი. რეგიონს საფრთხე ემუქრება, ამაში კი უკრაინელები  რუსულ ძალებს ადანაშაულებენ.

მანამდე ამ კვირაში უკრაინის ჯარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ელექტროსადგურზე უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი,  რადგან თანამშრომლებს შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები ადგანან თავზე.

მეორე ფრონტზე კი ევროპის ქვეეყნებს მოუწოდებენ,  აკრძალონ რუსი ტურისტების მიღება.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოითხოვს, რომ  რუსეთის მოქალაქეებს აღარ მისცენ საერთაშორისო ვიზები.

რუსეთი კი აგრძელებს უკრაინის სოფლებისა და ქალაქების დაბომბვას, რასაც ხარკივის რეგიონში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend