მთავარი მსოფლიო ევროპა ევროპაში გვალვა თვის ბოლომდე შენარჩუნდება

ევროპაში გვალვა თვის ბოლომდე შენარჩუნდება

ევროპის კონტინენტზე მაღალი ტემპერატურისა და მშრალი ზაფხულის გამო გვალვა გახანგრძლივდება.  ეს არის ევროკომისიისა და მკვლევართა ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარებული კვლევის უახლესი მონაცემები. დიდი ზიანი მიადგა იტალიას, საფრანგეთის სამხრეთს, ესპანეთის დიდ ნაწილსა და პორტუგალიას. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მთელი ევროპა ზარალდება იმის გამო, რომ წვიმა არ მოდის.

ევროკომისიის მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენელი ანდრეა ტორეტი ამბობს, რომ მათი ანალიზი მდინარეებში წყლის უკიდურესად დაბალ დონეზე მიუთითებს. მსგავსი მდგომარეობაა თითქმის ყველგან. მაგალითად, მდინარე რაინის წყლის დონის დაწევამ   უამრავი პრობლემა წარმოშვა ნიდერლანდებში.

საფრანგეთში კი მიმდინარე წელს უკვე სიცხის მეოთხე ტალღაა. მთავრობა ამბობს, რომ ტემპერატურის მატება და წვიმის ნაკლებობა იწვევს გვალვის გახანგრძლივებას. მსგავსი სიტუაცია ისტორიას არ ახსოვს. Meteo France-ის განცხადებით, სამხრეთში დაწყებული სითბური ტალღა, სავარაუდოდ, მთელ ქვეყანაში გავრცელდება და შაბათ-კვირამდე გასტანს. ძლიერი სიცხე მოსავალსაც უქმნის საფრთხეს.

დიდ ბრიტანეთშიც კი,  სადაც, როგორც წესი, გრილი ზაფხულია ხოლმე,  მოსახლეობას მორიგი 4-დღიანი ძლიერი სიცხის შესახებ აფრთხილებენ. ტემპერატურა დიდ ბრიტანეთში 35 გრადუსს გადასცდება. ბოლო ინფორმაციით, წყლის ზოგიერთ რეზერვუარში წყალი რეკორდულად დაბალ დონეზეა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend