მთავარი ევროპა უკრაინა ომი უკრაინაში: ყირიმში რუსულ სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი...

ომი უკრაინაში: ყირიმში რუსულ სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა

ყირიმის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

აფეთქებების მიზეზებზე ცნობები არ ვრცელდება. აეროდრომი ღრმა ზურგში მდებარეობს, 250-260 კილომეტრზე ოდესიდან ან ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან.

რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაციამ განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, ტურისტებს შორის არავინ დაზარალებულა. აფეთქების ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სანიტარული ავიაცია გაემართნენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend