მთავარი ევროპა უკრაინა მოსკოვი ოკუპირებული რეგიონების ანექსიისთვის ემზადება

მოსკოვი ოკუპირებული რეგიონების ანექსიისთვის ემზადება

კრემლში მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე უკრაინაში რუსული არმიის მეთაურობაში ცვლილებები მიმდინარეობს. ოკუპანტები შეზღუდულად, თუმცა მაინც აწარმოებენ შეტევით სამხედრო ოპერაციებს დონბასში, სამიზნე კი ქალაქები ბახმუტი და სლოვიანსკია.
რუსულ არმიას წინსვლა აქვს დონბასის სამხრეთში. ბრძოლები დონბასის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მიმდინარეობს, რუსული არმია უკრაინის თავდაცვითი ზღუდეების გარღვევას ცდილობს.

რუსული არმიას იერიში მიაქვს სამხრეთის ფრონტის ხაზზეც, ოკუპანტებმა სცადეს, თუმცა ვერ შეძლეს ქალაქ მიკოლაივში შესვლა. საოკუპაციო ადმინისტრაცია სამხრეთ უკრაინულ რეგიონებში  ანექსიისათვის ემზადება. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში კიევი და მოსკოვი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

”ყველას, ვინც ოკუპანტებს ეხმარება, პასუხი მოეთხოვება. მათ პასუხს უკრაინის ხელისუფლება და თავად უკრაინელები მოსთხოვენ. ჩვენი მიდგომა უცვლელია, მტერს არაფერს დავუთმობთ. თუ მტერი გადაწყვეტს ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის ჩატარებას, მშვიდობიანი მოლაპარაკებების არანაირი შესაძლებლობა აღარ იქნება’, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ატომური ელექტროსადგურების ოპერატორი ორგანიზაციის „ენერგოატომის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსულმა არმიამ სადგურის ტერიტორია დაბომბა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც,.

”საჭიროა საღ გონებას მოვუხმოთ. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველა მხარე ვალდებულია, ფრთხილად მოიქცეს. მომავალი რამდენიმე დღე, ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა”,- ქცხადებს ანტონიუ გუტერეში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი

უკრაინაში რუსული ინტერვენცია უკვე მეექვსე თვეა მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend