უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაცრად გააკრიტიკა „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის სამხედრო ტაქტიკა – საბრძოლო და სარაკეტო დანადგარების საცხოვრებელ რაიონებში განთავსება – მშვიდობიან მოსახლეობას უქმნის საფრთხეს.
ზელენსკი ამბობს, რომ არ არსებობს პირობა, ჰიპოტეტურადაც კი, რომ ვინმემ რუსეთის თავდასხმები გაამართლოს. მისი თქმით, თუკი ორგანიზაცია აქვეყნებს ასეთ ანგარიშებს, მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიარონ, ამდენი ადამიანი რომ იღუპება.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კიევს სურს, ითანამშრომლოს აფრიკულ ქვეყნებთან, სადაც აქტიურად ვრცელდება რუსული პროპაგანდა. მანამდე ზელენსკიმ აფრიკელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი აფრიკულ ქვეყნებში სერგეი ლავროვის ტურნე იყო, რომელიც გასულ თვეს გაიმართა.
ზელენსკიმ ბრიუსელს მოუწოდა, დროულად გადასცეს უკრაინას გამოყოფილი თანხა, რათა ქვეყანას ფუნქციონირების საშუალება მიეცეს.