უკრაინაში მიმდინარე ომი ზრდის ნავთობისა და გაზის კომპანიებს სარგებელს, რაც კითხვებს აჩენს, თუ როგორ განიკარგოს მოგება.
ნორვეგია, რუსეთი შემდეგ, მეორე უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელია ევროპაში. ქვეყანა ყოველდღიურად დაახლოებით ოთხ მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს. ნორვეგია ევროკავშირს გაზით მომარაგებას თითქმის მეოთხედით უზრუნველყოფს.
2022 წლის მეორე კვარტალში წიაღისეული საწვავის გიგანტის Equinor- ის შემოსავალი 3-ჯერ გაიზარდა.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ნორვეგია ენერგეტიკულ რესურსებზე მაღალი ფასების გამო, ომიდან მოგებას იღებს და ნორვეგიის ხელისუფლებას მოუწოდა გამოიყენოს ნავთობიდან და გაზიდან მიღებული მოგება ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების, ძირითადად უკრაინის მხარდასაჭერად“
ნორვეგია ჩაერთო მწვავე დებატებში, იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლები წიაღისეული მოგება უნდა გამოიყოს – და მეტი უნდა დაიხარჯოს დღეს, როგორც ნორვეგიის შიგნით და ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტში ამბობენ, რომ ორივეს გასაკეთებლად საკმარისი თანხაა.
ამავდროულად, ნორვეგიასა და პოლონეთს შორის წყალქვეშა გაზსადენზე მუშაობა განახლდა. ბალტიის მილსადენი ნაწილობრივ ამოქმედდება ამ შემოდგომაზე, 2023 წლის იანვრიდან სრულად იმუშავებს.
ნორვეგიამ უპასუხა ევროპულ მოთხოვნებს მეტი გაზის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მეტი აწარმოონ წელს – და ამ ათწლეულში არის უკვე დაგეგილი მილსადენის შემდგომი პროექტები. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვა პრობლემაც: მაგალითად კლიმატის ცვლილების დაჩქარება.