მთავარიმსოფლიოევროპაომის საფრთხე ბალკანეთში

ომის საფრთხე ბალკანეთში

კოსოვოსა და სერბეთს შორის ვითარება დაიძაბა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაჩნდა საფრთხე, რომ ევროპის სამხრეთში ამჯერად ომის ახალი კერა წარმოიქმნება.

სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო მისიას ნატო ხელმძღვანელობს. მისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური სერბები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი სასაზღვრო პოლიტიკის შემოღების გამო. ისინი იძულებული არიან,  ავტომობილებზე სერბულის ნაცვლად კოსოვური სანომრე ნიშნები გამოიყენონ.

დაძაბული ვითარების ფონზე კოსოვოს ხელისუფლებამ ახალი სასაზღვრო პოლიტიკის ამუშავება ერთი თვით გადაავადა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები  მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას. სერბეთი რუსეთის ფედერაციის ტრადიციული მოკავშირეა ბალკანეთში. ბელგრადი დასავლეთის მიერ მოსკოვისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend