ნავენახევის მღვიმე, წალკის კანიონის უნიკალური სივრცე, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, ეკოტურისტული სერვისები კოლხეთის ეროვნულ პარკში, საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე მაჭახელას ეროვნულ პარკში – ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბოლო პერიოდში განახორციელა.
რამდენად უწყობს ხელს ეს სიახლეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენას და როგორია დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა სტატისტიკა – ამ თემებზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა ისაუბრა.