მთავარი ამერიკა აშშ დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებს

დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად მიმართა საზოგადოებას. მან ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ამასთან, ყურადღება გაამახვილა 2020 წელს ჩატარებულ არჩევნებზე.

“ყოველთვის ვამბობ, რომ მე პირველ საარჩევნო რბოლაში გავიმარჯვე. მეორედ ბევრად უკეთესი შედეგი მქონდა. მილიონობით ხმა მივიღეთ, და იცით რა? მოგვპარეს ხმები. ეს სამარცხვინო იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ  ეს ყველაფერი. მე უნდა დავეხმარო ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ეს შეგვიძლია”, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის პირველი გამოსვლა ამერიკის პოლიტიკის ინსტიტუტის ორდღიანი სამიტის წინ გაიმართა. სამიტი 6 იანვრის საქმესა და იმ მოვლენებს უკავშირდება, რომლებიც 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხებით იყო გამოწვეული. კონგრესი დამატებით მოსმენებს სექტემბერში გეგმავს.

ბოლოს დონალდ ტრამპი აშშ-ის დედაქალაქში ნახეს, როდესაც მან და მისმა მეუღლემ თეთრი სახლი დატოვეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend