მთავარიამერიკაკანადაპაპი ფრანცისკე პატიებას სთხოვს ყველას, ვისაც კათოლიკური ეკლესიის სისტემა ძალადობრივად შეეხო

პაპი ფრანცისკე პატიებას სთხოვს ყველას, ვისაც კათოლიკური ეკლესიის სისტემა ძალადობრივად შეეხო

რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში საზოგადოებას კანადის პანსიონებში ადგილობრივი ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის, რომელშიც კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში იგი საზოგადოების წინაშე მეორედ გამოჩნდა. რომის პაპმა იესოს წმინდა გულის საკათედრო ტაძარში კანადის ძველი მოსახლეობისთვის ლოცვა აღავლინა.

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ საზოგადოება ვერ დაივიწყებს ღირსების შელახვას,  ბოროტებასა და ნდობის დაკარგვას. ეს ის სირცხვილია, რომელიც ქრისტიანებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ. თუმცა, მისი აზრით, საზოგადოება უნდა ეცადოს, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს.

ფრანცისკე პატიებას სთხოვს ყველას, ვისაც  კათოლიკური ეკლესიის მიერ მართული სისტემა შეეხო. საუკუნის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ადგილობრივ ბავშვს აიძულებდნენ, ევლოთ იმ სკოლებში, რომლებსაც კათოლიკური ეკლესია მართავდა. ბავშვებზე ფიზიკურადაც ძალადობდნენ და სჯიდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ მშობლიურ ენაზე ისაუბრებდნენ.

რომის პაპმა ფრანცისკემ ასევე მოინახულა სასაფლაო, სადაც ერთ-ერთი სკოლის აღსაზრდელები არიან დაკრძალული. ბოლო საუკუნეებში კანადაში კათოლიკური ეკლესიის პანსიონებში 4000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend