ხელფასის მოპარვა საქართველოში შრომითი უფლებების დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე სისტემურ და შეფარულ ფორმას წარმოადგენს – ასე იწყება ანგარიში, რომელიც “ღირსეული შრომის” პლატფორმას ეკუთვნის.
აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, ხელფასის უკანონო დაქვითვა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს კუთვნილი კომპენსაციის არგადახდა – ანგარიშის თანახმად ასეთია მოპარული ხელფასის ფორმების არასრული ჩამონათვალი.
რამდენად ხშირად ირღვევა საქართველოში დასაქმებულთა შრომითი უფლებები ანაზღაურების თვალსაზრისით – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში “ღირსეული შრომის” პლატფორმის კოორდინატორმა, ეთო გვრიტიშვილმა ისაუბრა.