საბერძნეთის მასშტაბით ბოლო 24 საათში 53 ადგილას გაჩნდა ტყის ხანძარი. მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი კერების გაჩენას. შემთხვევის ადგილებიდან გაჰყავთ მოსახლეობა. ხანძარს ასევე ებრძვიან დადიას ეროვნულ ტყე-პარკში, ვატერის კურორტსა და მაკედონიის დასავლეთ მხარეს, მთიან რეგიონებში.
საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და საჯარო დაცვის მინისტრი ქრისტოს სტილიანიდესი ამბობს, რომ ისინი მივლენ ხანძრის სამხრეთ დასავლეთის ფრონტის ხაზთან და ადგილზე გაეცნობიან, რა სამუშაოები ტარდება და როგორ შეიძლება ხანძრის შეჩერება.
ტყის ხანძრების გამო 600 ადამიანზე მეტი გაიყვანეს საკუთარი სახლებიდან ტენერიფეში. ცეცხლის ჩაქრობა რელიეფისა და მაღალი ტემპერატურის გამო გართულებულია. ხანძარმა უკვე დააზიანა 2423 ჰექტარი მიწის ფართობი.
მეხანძრეებმა შვეიცარიაში განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს ერთ-ერთ პარკში გაჩენილი ხანძრის გამო. ბოლო მონაცემებით, იწვის 2 ჰექტარი ტყის მასივი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.