მთავარიგადაცემებითვითმხილველისაფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა კრიზისშია

საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა კრიზისშია

ერთ დროს საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა საუკეთესოდ ითვლებოდა ევროპაში და მთელ მსოფლიოშიც კი. დღეს ეს სისტემა უპრეცედენტო კრიზისშია, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც პაციენეტების რაოდენობა იზრდება.

პრობლემა უკეთ რომ შემესწავლა და გამეგო კრიზისის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გამოსავალიც –  საფრანგეთში ვიმოგზურე.

„ვითარება კატასტროფულია“

« არც ადეკვატური კომპლექსი გვაქვს და არც ადეკვატური პირობები, არც სამედიცინო აპარატურა, პერსონალის რაოდენობაც არ არის საკმარისი. საქმე რთულადაა,“ – ასე ამიწერა ვიტარება მაქსიმ ბარტოლინიმ, ფრეჟიუსის წმინდა რაფაელის საავადმყოფოს სასწრაფოს ექთანმა. ეს საავადმყოფო საფრანგეთის რივიერას ცნობილ სანაპიროზე მდებარეობს. მაქსიმს მრავლისმნახველი ადამიანსი გამომეტყველება ჰქონდა.

„დეკემბრის შემდეგ საოცარი ტემპით ვმუშაობთ“, – ამიოხსნა მან. „საავადმყოფოებში მეორეული სასწრაფო დეპარატმენტები ღამით იხურება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ მათი მნიშვნელობა. ჩვენი გადატვირთვა პაციენტისთვისაც სახიფათოა. ჩვენს მოვალეობაზე ბევრად მეტს ვაკეთებთ, ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთს ვენდობით. რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ დიდი არჩევანი არ გვაქვს, ვითარება კატასტროფული ხდება.“

ზაფხულის სეზონი სულ ახლახან დაიწყო. საფრანგეთის   რივიერის ცნობილი სანაპირო  დამსვენებლების ჩვეულ დიდ ნაკადს ელოდება. თუმცა დიდი რაოდენობით ტურისტების ჩამოსვლა ყველას არ უხარია. ადგილობრივი საავადმყოფოებს ზამთარშიც კი უჭირდათ სასწრაფო დახმარების აღმოჩენა. ისინი ღელავენ, რომ ახლა საერთოდ ვეღარ გაართმევენ საქმეს თავს.

ფრეჟიუსის წმინდა რაფაელის საავადმყოფო ვარის დეპარტამენტის მთავარი საავადმყოფოა. ყოველ წელს მის მიმღებში 50 ათასი პაციენტი მოდის. ამ საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ეს ოთახი გათვლიალი 23 ექიმზე, 36 ექთანსა და დაახლოებით ათ სანიტარზე. აქ ხუთმა ექიმმა უნდა იმუშაოს სრულ განაკვეთზე.  სხვა რეგიონებში შეიძლება უარესი მდგომარეობაა, თუმცა  აქ პერსონალი უკვე გადაიქანცა. თუმცა სხვა რეგიონებში უარესი მდგომარეობაა. ფრეჟიუსიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ დრაგინიანში კადრების დეფიციტის გამო 2022 წლის ოქტომბრიდან სასწრაფო დახმარების ოთახი ღამით იხურება. მუშაობა რომ შეძლოს ამ გამყოფილებაში 20 შტატიანი ექიმი უნდა იყოს, ახლა მხოლოდ შვიდია. ეს საავადმყოფო  100 ათას კაცს ემსახურება და  სასწრაფოს განყოფილების დახურვა იმას ნიშნავს, რომ პაციენტს გადაუდებელი დახმარების მისაღებად უახლოეს საავადმყოფომდე დამატებით 40-წუთიანი მგზავრობა დასჭირდება ფრეჟიუსამდე.

ფრეჟიუსის წმინდა რაფაელის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგის მოადგილე  ამბობს, რომ ზოგჯერ პაციენტებს დერეფანში 48 საათი უწევთ მოცდა. თუმცა კარდების დეფიციტი მხოლოდ საფრანგეტს კურორტების პრობლემა არ არის, ეს მთელ ქვეყანაში ასეა. პანდემიამ ფარდა ახადა ამ პრობლემას, რომელიც დიდი ხანია ევროპაში დგას. კოვიდის დროს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სამსახური ბევრმა მედიკოსმა დატოვა. ახლა საფრანგეთის სამედიცინო სექტორს  უფრო მეტი პროფესიონალი ტოვებს, ვიდრე ახალბედა კადრები შედიან.

საჭიროა რადიკალური ტრანსფორმაცია

საფრანგეთში ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ცხარე პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა ჯანდაცვის სეტქორის კრიზისის გამო.  პასუხად

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთთვიანი  სპეციალური კომისია დანიშნა  ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე კრიზისის დაძლევის მიზნით.  სამედიცინო ღონისძიებაზე შევხვდი მაკრონის სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელს, სასწრაფოს ექიმს, რომელიც  ჩემი რეპორტაჟის გადაღებიდან მალევე ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს.

იგი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის სასწრაფო დახმარების გამყოფილებების კრიზისი მხოლდო აისბერგის წვეროა. ახალი მინისტრი თვლის, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას რადიკალური გარდაქმნა სჭირდება.

დღეს ბრძოლის წინა ხაზზე მდგარი სამედიცინო პერსონალი აპლოდისმენტებზე ბევრად მეტს ითხოვს. და ეს მართლაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

 

ავტორი: მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend