მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფო„Hasta la vista, baby“ – ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა ბრიტანეთის პარლამენტში

„Hasta la vista, baby“ – ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა ბრიტანეთის პარლამენტში

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მომავალ შემცვლელს მიმართა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა საკუთარი პრემიერ-მინისტრობის ყველაზე დიდი მიღწევები დაასახელა, ბოლოს კი გამოსვლა ფილმ „ტერმინატორის“ ცნობილი ფრაზით დაასრულა:

„მინდა გამოვიყენო ბოლო წამები ჩემი შემცვლელისთვის რამდენიმე რჩევის მისაცემად. ამერიკელებთან ახლოს იყავით, მხარი დაუჭირეთ უკრაინელებს, მხარი დაუჭირეთ თავისუფლებას და დემოკრატიას ყველგან. შეამცირეთ გადასახადები და დერეგულირება მოახდინეთ, სადაც შეგიძლიათ, რათა გახადოთ ეს ადგილი საუკეთესო, სადაც ცხოვრება შეიძლება. ყოველთვის წინ იყურეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ უკან მიხედვაც და გახსოვდეთ, მნიშვნელოვანი ტვიტერი არ არის, მნიშვნელოვანია ხალხი, რომელმაც აქ მოგახვედრათ.

ბოლო წლები ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო. აღვადგინეთ ეროვნული დამოუკიდებლობა. მე დავეხმარე ამ ქვეყანას, გადაეტანა პანდემია და დავეხმარე სხვა ქვეყანას ბარბაროსობისგან გადარჩენაში. მისია დიდწილად მიღწეულია, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. Hasta la vista, baby, მადლობა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend