აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები „თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდი საფრთხედ“ შეაფასა. მან 2 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რომელიც გაუძლებს ექსტრემალურ ამინდსა და სტიქიურ უბედურებებს.
“ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ფაქტობრივად, საფრთხის ქვეშაა. გაეროს წამყვანი მეცნიერები კლიმატის უახლეს ანგარიშს უწოდებენ “კაცობრიობის წითელ კოდს”. კიდევ ერთხელ ვიტყვი: „ეს არის წითელი კოდი კაცობრიობისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, კლიმატის ცვლილება ერს საფრთხეს უქმნის.
მან ისაუბრა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის მნიშვნელობაზე, რომელიც ოფშორული ქარის წარმოების ობიექტად გარდაიქმნება.
კლიმატის ცვლილების შედეგების შემცირება ბაიდენის პოლიტიკის ნაწილია, თუმცა ახლა პრეზიდენტი კონგრესში ახალი კანონის მისაღებად იბრძვის.
ამ კვირის დასაწყისში გავლენიანმა დემოკრატმა სენატორმა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშის გამო ახალი გარემოსდაცვითი პროგრამების ფართო საკანონმდებლო პაკეტი გააუქმა.
ჯო ბაიდენის სამომავლო გეგმები სუფთა ენერგიაზე გადასვლას უკავშირდება. იგი მალე გამოაცხადებს ახალ სამოქმედო გეგმას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს მექსიკის ყურეში ქარის ელექტროსადგურების გაძლიერებას.
ავტორი: მარიამ ქობულია