მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში ახალი საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში ისტორიული არტეფაქტები და მაჭახლის ხეობის უნიკალური კულტურისა და ბიომრავალფეროვნების ნიმუშებია წარმოდგენილი.
მუდმივმოქმედი გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ უკეთ გაეცნონ მაჭახელას ხეობის ისტორიასა და კულტურას, ხოლო ეროვნულ პარკში მისული ტურისტები მათთვის საინტერესო მარშრუტის დაგეგმვას შეძლებენ.