მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ევროკავშირი ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად ემზადება. ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან მოლაპარაკებები ამ მიმართულებით უკვე დაიწყო.

ევროკავშირში ეს მოვლენა შეაფასეს როგორც ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი შეიძლება წლები გაგრძელდეს, მიაჩნიათ რომ მოლაპარაკებების დაწყება მეტი სტაბილურობის გარანტია იქნება.

”დიდი მატება იქნება ჩვენს მიერ ამ ორ სახელმწიფოში ჩადებული ინვესტიციების მიმართულებით, სავაჭრო ბრუნვაც გაიზრდება, უფრო მეტს ვითანამშრომლებთ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. თქვენ დიდ სარგებელს მიიღებთ ევროკავშირთან დაახლოებით, ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ საწარმოს და მეტ შესაძლებლობებს. სწორედ ამ ყველაფერს ელიან თქვენი მოქალაქეები ამდენი ხნის განმავლობაში, მათ დიდი სამუშაო გასწიეს და ეს დამსახურებულია”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი 2005 წელს მიიღო, ამჟამად სახელმწიფო კონსტიტუციურ ცვლილებებს მიმართავს და ამ გზით მეზობელი ბულგარეთის მოთხოვნებს პასუხობს, ორი სახელმწიფო ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო ენის შესახებ ვერ თანხმდებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება. სახელმწიფოს პრემიერ – მინისტრი დიმიტარ კოვაჩევსკი დეპუტატებს მომავალზე სწორებას სთხოვს და სახელმწიფო ენის დაცვას ჰპირდება.

”ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად გამართული შეხვედრისას ნათელია რომ ყველა მიესალმება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა რომ ევროკავშირის წევრობის გზაზე ერთიანობა შევინარჩუნოთ. სწორედ ეს გზა მიგვიყვანს მეტ დემოკრატიამდე და უკეთეს მომავლამდე”, – იმედოვნებს ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ – მინისტრი დიმიტარ კოვაჩევსკი.

ალბანეთი კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო 2014 წლიდან არის, გაწევრებასთან დაკავშირებული ვადები არცერთი სახელმწიფოს შემთხვევაში არ არის გაწერილი წინასწარ, გაწევრიანება დამოკიდებულია კანდიდატი სახელმწიფოს მიერ შესაბამისი რეფორმების გატარების სისწრაფეზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend