საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტესტ-მატჩში იტალიის ნაკრები დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” ბათუმში გამართული შეხვედრა 28:19 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა ტიერ 1-ის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვება პირველად მოიპოვა.
იტალიას ქართველებმა პირველად უმასპინძლეს. გამარჯვების შედეგად საქართველომ რაგბის მსოფლიო რეიტინგში იტალიას გადაუსწრო და მეთორმეტე ადგილი დაიკავა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები პორტუგალიის წინააღმდეგ 16 ივლისს, ქუთაისში გამართავს.