მთავარიევროპაიტალიამდინარე პოს ზოგიერთი საანაპირო უდაბნოს დაემსგავსა

მდინარე პოს ზოგიერთი საანაპირო უდაბნოს დაემსგავსა

მდინარე პოს ნაპირები ზაფხულის თვეების განმავლობაში თითქმის სრულად დაშრა. ტემპერატურის მატებამ კი მდგომარეობა გააუარესა.

სულ რაღაც 6 თვის წინ  დაბზარული ხმელი მიწის ნაჭრები წყლით იყო დაფარული.

“გასული ნოემბრიდან ნალექის რაოდენობა განახევრდა, თოვლის რაოდენობა კი 70%-ით შემცირდა. ამან ხელი შეუშალა ტბების ავსებას. ეს კი მნიშვნელოვანია მდინარის დინების შესანარჩუნებლად“, – ამბობს ინჟინერი მარკო გარდელა.

მდინარე პო იტალიის უდიდესი მდინარეა და ქვეყნის სოფლის მეურნეობის წარმოების თითქმის მესამედს შეადგენს, ამიტომ შექმნილი სიტუაციით მთელი სექტორი დაზარალდა.

პრობლემები გაჩნდა სასმელი წყლის თვალსაზრისითაც. წყალზე შეზღუდვები დაწესდა ემილია რომანიის რეგიონის 100-ზე მეტ მუნიციპალიტეტში.

პრობლემას ემატება ის, რომ რაიონში მცხოვრები 700 000 ადამიანი წყალს საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის იყენებს.

მდინარის წყლის დონე ძალიან დაბალია, წყალსაცავზე ქვიშის ბარიერები შექმნეს, რომ დარჩენილი წყალი შეაგროვონ და  ამ ტუმბოების საშუალებით შეძლონ მოსავლის მორწყვა.

მდინარის ნაპირებიდან მანქანით მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება, რომ ნახო,  თუ როგორ დააზარალა ადგილობრივი თემები გვალვამ.

ქალაქ ფონტანელატოში, სადაც დაახლოებით 7000 ადამიანი ცხოვრობს, მერმა ქალაქის მთავარი შადრევანი გამორთო და მოქალაქეებს სთხოვა,  დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე წყალი შეზღუდული რაოდენობით მოიხმარონ.

“ასეთი პატარა ქალაქისთვის შადრევნის გამორთვა მნიშვნელოვანი გზავნილია. ეს პირველად ხდება. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ წყალს. განსაკუთრებით წელს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ წყალი ის რესურსია, რომელზეც ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ“, – მიმართავს მოსახლეობას ქალაქის მერი ლუიჯი სპინაჩი.

სარწყავად ამოტუმბული წყლის რაოდენობის შეზღუდვა ერთ-ერთი გამოსავალია. მაგრამ არა ერთადერთი.

“ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესი. ეს არის ის, რაზეც აღარ უნდა ვიკამათოთ. ყველამ იცის, რა პრობლემებია. მომავალი წელი შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს, რადგან, კვლევების მიხედვით, ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და გვალვა, შესაძლოა ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდეს”, – ამბობს მდინარე პოს აუზის მართვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ადმინისტრაციის თქმით, ევროკავშირის აღდგენის ფონდიდან თანხის გამოყენებამ შესაძლოა პრობლემა მოაგვაროს.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ  შემოდგომაზე წვიმის გამო წყლის დონე მოიმატებს, თუმცა იმდენად მწვავეა კლიმატის კრიზისი, რომ ზოგს ესეც შეუძლებლად მიაჩნია.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend