მთავარიკუბიTIK TOK-ის გამოწვევის გამო გარდაცვლილი გოგონების მშობლები პლატფორმას უჩივიან

TIK TOK-ის გამოწვევის გამო გარდაცვლილი გოგონების მშობლები პლატფორმას უჩივიან

აშშ-ში ორი ახალგაზრდა გოგონას მშობლები, რომელთა გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ იყო TIK TOK-ის გამოწვევა, პლატფორმას სასამართლოში უჩივიან.

8 და 9 წლის ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილების გარდაცვალების მიზეზი TIK TOK-ის სახიფათო გამოწვევა – ე.წ. ჩელენჯი გახდა, რომელსაც „გათიშვის გამოწვევა“ ეწოდება.

ამ გამოწვევის დროს მომხმარებლებს მოუწოდებენ, არ ისუნთქონ, ვიდრე გული არ წაუვათ.

სოციალური ქსელის მსხვერპლთა იურიდიული ცენტრის სახელით შეტანილი საჩივრის მიხედვით, TIK TOK-ის ალგორითმმა „მიზანმიმართულად და არა ერთხელ“ გამოაქვეყნდა ვიდეო მოწოდებებით. „ტიკტოკმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომაკვდინებელი კონტენტის გავრცელების გამო, რომელმაც ორი გოგონა შეიწირა”,- აღნიშნავენ იურიდიულ ცენტრში.

სარჩელში ჩამოთვლილია რიგი საკითხები, მათ შორის ის, რომ TIK TOK-ის ალგორითმი წინ წევს დამაზიანებელ კონტენტს, უფლებას აძლევს არასრულწლოვნებს გამოიყენონ აპლიკაცია, არ აფრთხილებს მომხმარებლებს ან მათ მეურვეებს სახიფათო გამოწვევის შესახებ და ამასთან იწვევს პლატფორმის მიმართ დამოკიდებულებას.

სარჩელთან დაკავშირებით TIK TOK-ის ​ ადმინისტრაციას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend