მთავარიევროპაუკრაინაშვეიცარიაში უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენცია იხსნება

შვეიცარიაში უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენცია იხსნება

უკრაინის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

ორდღიან შეკრებას ათობით ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერები დაესწრებიან. უკრაინის წარმომადგენლების მიზანია, წარმოადგინონ უკრაინის რეკონსტრუქციის პრიორიტეტები, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი ისევ მძვინვარებს.

კონფერენცია ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე დაიგეგმა, სანამ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდა.

თავდაპირველად, კონფერენციაზე განსახილველი მთავარი საკითხი  უკრაინაში გასატარებელი რეფორმები იყო, თუმცა ეს თემა უკრაინაში მიმდინარე ომმა შეცვალა.

კონფერენციაზე კიევის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაუზიარონ საკუთარი ქვეყნის აღდგენის გეგმა ქვეყნებს, ორგანიზაციებსა თუ  კერძო სექტორს და განიხილონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ რთულ გამოწვევებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დონორთა კონფერენცია, ის ხაზს უსვამს უკრაინის აღდგენის პროცესის საერთაშორისო მხარდაჭერას.

სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამ კონფერენციას დისტანციურად დაესწრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend