პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც ამბობენ, რომ მთელი ღამე დარჩებიან.
ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, ხვალ, 4 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომაა დაგეგმილი, რომელსაც დილიდან ხმაურით უნდა შეხვდნენ.
,,მთავრობის სხდომაზე იმართება ორშაბათს, დილით კანცელარიაში. ამიტომ მივიდეთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა. ჩვენ მთელი ღამით ვიქნებით დაბანაკებული, შეგვიძლია თქვენც შემოგვიერთდეთ. ყველამ ერთად ჩავაბაროთ ეროვნული გამოცდა”, – აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.