ორ თვეზე მეტია სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს და ხელფასების მომატებას ითხოვს. მათ კოვიდპანდემიის დროს დანიშნული დანამატები შეუმცირდათ და აცხადებენ, რომ მათი ანაზღაურება განახევრდა.
ანაზღაურების შესახებ პრობლემებზე მხოლოდ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული მოქალაქეები არ საუბრობენ. როგორ არის დაცული საქართველოში შრომითი უფლებები, რა ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს და კერძო სექტორს დასაქმებულებთან? ძირითადად რას ეხება შრომითი დავები, ასევე როგორია სასამართლოს გადაწყვეტილებები ასეთ შემთხვევებზე – ამ თემაზე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თათული ჭუბაბრიამ ისაუბრა.