მოსკოვის სასამართლომ 29 ივნისს ცნობილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ილია იაშინს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი ორშაბათს პარკში სეირნობისას დააკავეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ილია იაშინი ერთ-ერთ პოლიციელს ხელით შეეხო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მისი ადვოკატის მიხაილ ბირიუკოვის თქმით, თითქმის ყოველდღე აპატიმრებენ აქტივისტებსა და იმ დეპუტატებს, რომლებსაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ ან მხარს უჭერენ რომელიმე კანდიდატს. იგი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ესწრება სასმართლო პროცესებს.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ილია იაშინის დაკავება არ არის შემთხვევითი, რადგან ხელისუფლებას ეშინია, რომ იგი ჩაერთვება საარჩევნო პროცესში. მოსკოვის ამომრჩევლისთვის კი იაშინის სიტყვა მნიშვნელოვანია.
იაშინი ამბობს, რომ პოლიცია მასთან იმ დროს მივიდა, როდესაც იგი მეგობართან ერთად პარკში სეირნობდა.
პოლიციელებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოსთხოვეს, მათ გაჰყოლოდა. იაშინის აზრით, მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის მოსკოვში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება.