მთავარისაქართველოარასამთავრობო ორგანიზაციებმა ფარული მოსმენების საქმეზე ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფარული მოსმენების საქმეზე ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2021 წლის იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს.

2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ მასალები. საუბარია დაახლოოებით 58 ათას ფაილზე, სადაც მოხვდნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, რელიგიური ორგანიზაციის წევრები და დიპლომატები.

ამ დრომდე პროკურატურას ამ პირებისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია.

ნინი დვალიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend