მთავარისაქართველომეხსიერების პოლიტიკა პოსტტოტალიტარულ სივრცეებში - გაკვეთილები გააზრებისთვის

მეხსიერების პოლიტიკა პოსტტოტალიტარულ სივრცეებში – გაკვეთილები გააზრებისთვის

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა სახელწოდებით “მეხსიერების პოლიტიკა პოსტტოტალიტარულ სივრცეებში – გაკვეთილები გააზრებისთვის“.

“საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლისთავზე, რუსეთის ღია აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, კვლავ შეახსენა სამყაროს ტოტალიტარიზმის საფრთხის შესახებ და ახლა საქართველოსა და ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილება კიდევ უფრო აქტუალური გახდა”, – აღნიშნეს კონფერენციის მომხსენებლებმა.

მათივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილი აგრესიის მოსამზადებელ საინფორმაციო ფაზაში, რუსეთის მმართველი რეჟიმი სწორედ მეოცე საუკუნის ისტორიით მანიპულაციის მეთოდს იყენებდა, ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად.

კონფერენციის მომხსენებლები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, პოსტსაბჭოთა სივრცეში მეხსიერების პოლიტიკა.

პროექტი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ნინი დვალიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend