რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ფინეთისა და შვედეთისთვის შეარყია ის ნეიტრალიტეტი, რომელიც მათ ათწლეულების განმავლობაში იცავდა საერთაშორისო დავებისა და ომისგან.
ნეიტრალიტეტის მისაღებად ორივე ქვეყანას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ეს მიზეზები რუსეთს უკავშირდებოდა.
შვედეთმა ნეიტრალიტეტი მეცხრამეტე საუკუნეში ნაპოლეონთან ბრძოლაში დამარცხების დროს მიიღო. შვედეთთან ერთად დაზარალდა ფინეთიც, რომელიც რუსეთის ნაწილი გახდა.
1939 წელს საბჭოთა კავშირი ფინეთში შეიჭრა. ეს ქვეყნისთვის დიდი ტრავმა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფინელი ჯარისკაცები წინააღმდეგობას უწევდნენ წითელ არმიას, მათ მაინც დაკარგეს კარელიის რეგიონი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის 10 პროცენტს შეადგენდა.
მას შემდეგ საზღვრებზე არასტაბილური ვითარება შეიქმნა, ფინეთის მთავრობა ნაცისტური გერმანიის მხარეს გადავიდა. ამ გადაწყვეტილებით მათ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგეს.
ცივი ომის დროს ნეიტრალიტეტის შედეგად შვედეთმა და ფინეთმა შეძლეს და ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნეს როგორც დასავლეთთან, ისე საბჭოთა კავშირთან. თუმცა ბერლინის კედლის დაცემისა და 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორივე ქვეყანა დასავალეთისკენ გადაიხარა.
დაირღვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, თუმცა ჯერ ისევ მოქმედებდა სამხედრო ნეიტრალიტეტი. ამავდროულად, ორივე ქვეყანა ნატოსთან ერთად ხშირად ატარებდა ერთობლივ წვრთნებს, შესაბამისად, საზოგადოებას უსაფრთხოების განცდა ჰქონდა. თუმცა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს განცდა ნელ-ნელა გაქრა.
მოსკოვს ადანაშაულებენ ცივი ომის შედეგების გამეორების მცდელობაში, რუკების თავიდან შედგენისა და მის საზღვრებში იმ ტერიტორიების რეინტეგრაციაში, რომლებიც წარსულში მისი ბატონობის ქვეშ იყო.
ორივე ქვეყანაში დღითიდღე იზრდებოდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ნატოში გაწევრებას ემხრობოდნენ. მთავრობებმა ამის შესახებ პოლიტიკურ პარტიებს აუწყეს და მხარდაჭერაც გამოუცხადეს.
მათმა პარლამენტებმა სამხედრო ალიანსში გაწევრების გადაწყვეტილების რატიფიცრება ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეძლეს.
სამართლებრივი ფორმალობის სწრაფად მოგვარების შემდეგ ორივე ქვეყანამ 18 მაისს წარადგინა განაცხადი ნატოში გაწევრების შესახებ.
ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ყველა წევრმა ქვეყანამ, გარდა თურქეთისა, რომელიც შვედეთს ქურთი აქტივისტების შეფარების გამო საყვედურობს.
ეს კი, როგორც ჩანს, ბოლო დაბრკოლებაა უსაფრთხოების ძიების გრძელ გზაზე, რომელიც მათ რუსეთის წნეხის ქვეშ გაიარეს.