დღეს 8 წელი გავიდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან. 1500-გვერდიანი შეთანხმება მოიცავს საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილს.
ამ ხელშეკრულების ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რომელმაც ქართულ ბიზნესს გაუხსნა ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი.
ხვალ ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდში, ნატოს სამიტი გაიმართება. სამიტში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.
თემებზე „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციის ცენტრის“ დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს