მთავარიევროპარუსეთიBRICS-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინის გამოსვლას დასავლეთის კრიტიკა მოჰყვა

BRICS-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინის გამოსვლას დასავლეთის კრიტიკა მოჰყვა

BRICS-ის ფორუმის ვირტუალურ სამიტზე გამოსვლისას ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით თითქმის არაფერი უთქვამს, რასაც დასავლეთის კრიტიკა მოჰყვა.

რუსეთის პრეზიდენტმა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს უფრო მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ეს, მისი აზრით,  გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება.

„მხოლოდ პატიოსანი და მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შეგვიძლია ვეძიოთ გამოსავალი იმ კრიზისული სიტუაციიდან, რომელიც მსოფლიო ეკონომიკაში ზოგიერთი ქვეყნის ეგოისტური ქმედებების გამო შეიქმნა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თანამშრომლობის გარდა, ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანი მსოფლიო წესრიგის შეცვლა და დასავლური ჰეგემონიის დასრულებაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე,  საჭიროა, ბრიქს-ის ქვეყნები გაერთიანდნენ და აიღონ გეზი პოზიტიური კურსისა და   მრავალპოლარული სისტემის ჩამოყალიბებისკენ“, – ამბობს პუტინი.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.

მისი აზრით, “ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს ამ გზით შეინარჩუნოს თავისი პოლიტიკური და სამხედრო ძალა”.

BRICS ჯგუფი, რომელშიც შედის რამდენიმე ქვეყანა: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთი აფრიკა და ბრაზილია, აერთიანებს მოწინავე ქვეყნებს განვითარებად ეკონომიკაში. მათგან მხოლოდ ბრაზილიამ დაუწესა სანქციები რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend