მთავარიევროპაუკრაინააშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ხუთშაბათს, 23 ივნისს დონეცკის აღმოსავლეთის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ არცერთი ქალაქი არ არის უსაფრთხო მოსახლეობისთვის, რადგან რუს და უკრაინულ ჯარებს შორის ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს.

მოხალისეები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. ისინი ორი თვის განმავლობაში ასრულებდნენ სამაშველო მისიებს ფრონტის ხაზზე.

ზოგიერთი ადგილობრივი უარს ამბობს სახლიდან წასვლაზე, მათ რუსებთან “გაერთიანება“ ურჩევნიათ.

უკრაინის წარმომადგენლები ყოველდღიურად რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ 200-300 სამხედრო დანაშაულს აღრიცხავენ.

„ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან აღძრეს სისხლის სამართლის 19 111 საქმე. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, სამხედროებისა და მათი თანამზრახველების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების ფაქტებსა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რომლებიც საომარ მოქმედებებთანაა დაკავშირებული“, – აცხადებს ოლექსი სერგიეევი, უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი.

რუსი სამხედროები კვლავ ბომბავენ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებს. ხარკივის ოლქის ინდუსტრიული რაიონის დაბომბვის შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ხუთშაბათს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend