ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს.
„ახლა, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
A historic day. Georgia’s European perspective is recognized. Now, we’re ready to work with determination over the next months to reach the candidate status. https://t.co/aICUnFByBr
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 23, 2022
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.