მთავარიევროპასაფრანგეთიემანუელ მაკრონის პარტია პარლამენტში უმრავლესობას ვერ ქმნის

ემანუელ მაკრონის პარტია პარლამენტში უმრავლესობას ვერ ქმნის

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, კანონმდებლებს თანამშრომლობისა და კომპრომისისკენ მოუწოდა. თუმცა მისი განზრახვა, პარლამენტში უმრავლესობა შეექმნა, უშედეგო აღმოჩნდა.

ულტრამემარცხენე ლიდერმა ჟან-ლუკ მელენშონმა საფრანგეთის ხელისუფლება სისუსტეში დაადანაშაულა. მისი თქმით, თუ პრემიერ-მინისტრი ეროვნული ასამბლეის წინაშე არ წარდგება, უნდა გადადგეს.

„სხვა რეალობა არ შეიძლება იყოს, გარდა ერთისა: აღმასრულებელი ხელისუფლება სუსტია, ეროვნული ასამბლეა კი – ძლიერი მისი ბოლოდროინდელი ლეგიტიმაციის წყალობით. პრემიერ-მინისტრი, როგორც მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა გამოცხადდეს პარლამენტის წინაშე და სთხოვოს დეპუტატებს ნდობა. თუ მას ეს ნდობა  არ ექნება, უნდა გადადგეს“, – განაცხადა პარტია  ,,დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა ჟან-ლუკ მელენშონმა.

ულტრამემარჯვენე ლიდერმა მარი ლე პენმა, რომლის პარტიამაც კვირა, ისტორიაში პირველად საფრანგეთის პარლამენტში 89 მანდატი მოიპოვა, ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი.  მისი თქმით, მაკრონს ეჩვენება, რომ ხალხი მას მხარს უჭერს.

,,მაკრონის ალიანსმა საფრანგეთის პარლამენტში ყველაზე მეტი –  245-ადგილი მოიპოვა. თუმცა აბსოლუტური უმრავლესობისთვის 44 მანდატი აკლია. მისი  პარტია ჯერ კიდევ მმართველი პარტიაა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ კანონმდებლებთან შეთანხმებით შეუძლია”, – დაწერა ტვიტერზე ულტრამემარჯვენე ლიდერმა მარი ლე პენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend