როგორ დავეხმაროთ შვილებს, იყვნენ ბედნიერი და წარმატებული ადამიანები? არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და World Vision საქართველოს ერთობლივი ინიციატივით, მშობლებისთვის შეიქმნა ორი კურსი: პოზიტიური მშობლობის უპირატესობა და ქცევის მართვის სტრატეგია.
დისტანციური სასწავლო კურსები მშობლებს შესაძლებლობას აძლევს მოსახერხებელი ფორმატით, მათთვის სასურველ დროსა და ადგილას შეძლონ აღზრდის თანამედროვე მიდგომების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიება და მშობლობის უნარების გაუმჯობესება.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში არასამთავრობო ოგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ თანადამფუძნებელმა მეგი კავშთუაშვილმა და “თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის” ფსიქოდიაგნოსტმა ზანდა ჩეჩელაშვილმა ისაუბრეს