სამი დღე რჩება ევროპული საბჭოს შეკრებამდე. 23 და 24 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებმა ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე უნდა იმსჯელონ საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.
ევროკომისიამ 17 ივნისს გამოაქვეყნა რეკომენდაციები სამი ქვეყნის მიერ შევსებულ თვითშეფასების დოკუმენტზე, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას, რომ ქვეყნებს მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი აუცილებლად შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ უნდა შეასრულოს 12 პუნქტისგან შემდგარი პირობა და ამის შემდეგ იმსჯელონ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს.
თეონა ლავრელაშვილი, ლიუვენის უნივერსიტეტის ევროპის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის პროექტის მენეჯერი საუბრობს „ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში